რეზონანსი
13.12.2022

სამოქალაქო აქტივისტი, დავით ქაცარავა დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს.

"ჩამოვედი და დაპირებისამებრ გესტუმრეთ, ბატონო ალუდა.

გესტუმრეთ მარტო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს უნდოდა ჩემთან ერთად აქ მოსვლა.

ვიზრუნე თქვენს კომფორტზე და არც კარავი მომიტანია, ასე რომ ღამეებს აქ არ გაგითენებთ.

ვცდილობ, გადავლახო ბიუროკრატიული ბარიერები, რათა შევძლო თქვენი ნახვა და რამდენიმე საკითხის ახსნა, კერძოდ კი ის, რომ უკრაინაში რუსეთთან სამკვდრო-საციცოხლო ბრძოლაში მყოფი უკლებლივ ყველა ჩვენი მოქალაქე, რიგითი ჯარისკაცი იქნება ეს თუ მეთაური, ყველა გმირია.

აქ ვარ, და თუ თქვენ მოიცლით ჩემთვის, ამ ყველაფერს მარტივად აგიხსნით.

თუ ჩემთვის დაუძლეველი აღმოჩნდება ეს ბიუროკრატიული კედელი, მაშინ რა გაეწყობა, დაველოდები შემდეგ შანსს, ცხოვრება ამ შანსს მაჩუქებს, დარწმუნებული ვარ.

ბოდიშის მოხდა კი ნამდვილად არ ტეხავს.

ეს ისე, ლირიული გადახვევის ამბავში....

ვტოვებ ბატონ ალუდასთვის წერილს კანცელარიაშიც", - წერს ქაცარავა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატები უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევაზე ალაპარაკდნენ მათ "კიკუები" უწოდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×