რეზონანსი
09.12.2022

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე - რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ნაბიჯით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას და „თბილისელებსაც ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცემათ".

„გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.

ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა. ამით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თბილისელებსაც მიეცემათ ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა.

ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×