რეზონანსი
09.12.2022

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სააკაშვილის დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყება თვითონ გადაწყვეტს, როცა ამის საჭიროება იქნება, რა განცხადება გაავრცელონ.

„დავასრულეთ რაიმე სახის კომენტირება ამ საკითხებზე. ეს არ არის ჩვენი საკითხი. აქ ამ შეკითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როცა ეს არის სამართლებრივად განსახილველი საკითხი. შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება თვითონ გადაწყვეტს, როცა ამის საჭიროება იქნება, რა განცხადება გაავრცელონ და რა არა, ამიტომ ჩვენ დავასრულეთ ამ საკითხზე კომენტარი”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის პოლიტიზების მცდელობაა, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×