რეზონანსი
09.12.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეგობრები და მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები.

„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება.კორუფცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის. ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენ დიდი ძალისხმევა მივმართეთ მის წინააღმდეგ - ჩავატარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა, უზრუნველვყავით მთავრობის ღიაობა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობა.

შედეგები შთამბეჭდავია - ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ჩვენს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები.

კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×