რეზონანსი
09.12.2022

ტექინსპექტირების პროცესში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

„ჩემი ინფორმაციით, განმეორებითი ტექინსპექტირების შესახებ ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს, თუმცა ეს ჯერჯერობით ტექნიკურ რეგლამენტში ასახული არაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილება 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.

ასევე, ტექნიკურ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, შემოღებული უნდა იყოს ხმაურის ინსპექტირება, თუმცა ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა სახით იქნება ეს განხორციელებული. მომატებული ხმაურის ინსპექტირება მოხდება ინსპექტირების პროცესში. ზოგ ავტომობილს სპეციალური „მაყუჩი“ უკეთია, რომელიც ზედმეტ ხმას გამოსცემს. ხმაური დადგენილ ზღვარს თუ გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში დახარვეზდება“, - განაცხადა  „ინტერპრესნიუსთან“ გიორგი შიოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×