კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ უკრაინის დედაქალაქი შესაძლოა ლექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩეს ზამთრის თვეებში. Reuters-თან ინტერვიუში მან ეს ჰოლივუდურ ფილმებში აღწერილ აპოკალიფსს შეადარა.
"აპოკალიფსი, ისევე როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, შეიძლება მოხდეს. [...] ვთხოვ კიევის მაცხოვრებლებსაც მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის, იყვნენ მზად. გთხოვთ მოამზადოთ სასმელი წყალი, ტექნიკური წყალი, თბილი ტანსაცმელი, საკვები - ყველაფერი მზად უნდა იყოს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩანთა საბუთებით და ძირითადი ნივთებით, სასურველია პატარა, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში", - განაცხადა კლიჩკომ.
მისი თქმით, ახლა ელექტროენერგიის დეფიციტი შედარებით დაბალია, ამიტომ კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ჯერ არ არის, თუმცა თუ დეფიციტი ყინვის პირობებშიც გაგრძელდება, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება წყალი ამოტუმბოს ქალაქის ზოგიერთ რაიონში გათბობის სისტემებიდან.
"ამ დროისთვის ჩვენ მოვამზადეთ 500-მდე ავტონომიური გათბობის პუნქტი, მაგმ 3 მილიონიანი ქალაქისთვის, 500 არაფერია", - განაცხადა კლიჩკომ.
მისივე თქმით, ქალაქს სჭირდება გამათბობლები და აკუმულატორები.