რეზონანსი
08.12.2022

ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები - სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ბინძური სპეკულაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებებზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში თვითონ დაადასტურეს, რომ სიმართლე იყო, მაგრამ ამით უფრო მეტად გამოჩნდა მათი რეალური სახე, როდესაც ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები. სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას და ამაზე არც კი აფრთხილებენ მათ. 

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები, არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს, საზოგადოების. ვიცით, რომ ეს ახალი არაა მათი მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათი ამ დამოკიდებულებითაა, რომ მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში წარმომადგენლები და აქტივისტები ძალიან მძიმედ ამთავრებენ საკუთარ საქმიანობას ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×