რეზონანსი
07.12.2022

როგორც ირკვევა, უკრაინაში საქართველოდან წასულ მოქალაქეებს, რომლებსაც ბრძოლის გამოცდილება აქვთ, საომარ ოპერაციებში მონაწილეობისთვის თანხას სთავაზობენ. ამასთან დაკავშირებით "POSTV - ანალიტიკამ" ექსპერიმენტი ჩაატარა და დამადასტურებელი მიმოწერა გამოაქვეყნა კიდეც:

"რადიკალური ოპოზიციის და მათი კონტროლირებადი მედიის მხრიდან გავეშებული თავდასხმა მოჰყვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებებს, როდესაც მათ თქვეს, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებსაც უკრაინაში ქართველები მიჰყავთ და საომარ მოქმედებებში რთავენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში საჯაროდ იძებნებოდა, ტელეკომპანია "პოს ტვ-მ" ჩაატარა ექსპერიმენტი და სოციალურ ქსელში მითითებულ შესაბამის ნომრებზე უკრაინაში მყოფ დაჯგუფებას დაუკავშირდა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.

მიმოწერის დროს დაგვიდასტურეს, რომ ე.წ. „ლეგიონი“ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართვას, თანაც თანხის სანაცვლოდ. შემოგვთავაზეს კონკრეტული თანხა - 45 000 გრივნა თვეში, რაც მათივე თქმით 2 000 აშშ დოლარზე მეტია", - წერია "POSTV - ანალიტიკას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×