რეზონანსი
07.12.2022

როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული ბოლომდე და ჩვენ არ უნდა მივიღოთ ფატალური შედეგი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„მე არ მაქვს სპეციალური საექიმო ცოდნა, რომ შევაფასო ეს სიტუაცია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრულად არის პასუხისმგებელი სახელმწიფო. მის ხელშია დღეს სააკაშვილი და ნებისმიერ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს დამაჯერებელი. ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ვისმენთ: ერთი მხრიდან გვესმის, რომ დღე-დღეზე რეანიმაციაში მოხვდება, მეორე მხრიდან გვესმის, რომ ასე არაა და უფრო იოლად არის ყველაფერი. მე მიჭირს ამ ყველაფერში გარკვევა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველამ კარგად უნდა გაიაზროს და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს. სააკაშვილს, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს მისდამი, მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული ბოლომდე და ჩვენ არ უნდა მივიღოთ ფატალური შედეგი“, - აცხადებს იოსელიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×