რეზონანსი
05.12.2022

ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე" წერს.

„დედამიწა მრგვალია - აღმოჩენა გალილეომ გააკეთა. ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, უპირატესობას სასამართლო ასტროლოგებს ანიჭებდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან", - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში „ენგელსის" აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ორი რუსული Ту-95 ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა და ორი რუსი ჯარისკაცი დაშავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×