რეზონანსი
01.12.2022

წელს ჩვენ უკვე ერთხელ გავზარდეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როდესაც სექტემბერში ცვლილებები შევიტანეთ ბიუჯეტში - 8,5% შეადგინა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგინა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სოციალური მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის პირველად ვარიანტშიც. მოსახლეობისთვის ეს ცნობილია, რომ გაზრდილი იყო როგორც პენსიები, ასაკობრივი პენსია, შშმ პირთა პენსია და ა.შ. სოციალური მიმართულებით ყველგან ზრდა გვქონდა. რაც საბოლოო ვარიანტში გვაქვს სიახლე, ეს არის ბავშვთა სოციალური დახმარების დაფინანსების ზრდა, რომელიც წელს ჩვენ წლის შუა პერიოდიდან გავზარდეთ 50 ლარით 150 ლარამდე, თუმცა ბოლო ვარიანტში კიდევ დამატებით 50 ლარით არის გაზრდილი მომდევნო წლის შუა პერიოდიდან და საბოლოო ჯამში, 1 ბავშვზე გასაცემელი თანხა 200 ლარი იქნება. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტშია ჩადებული", - განაცხადა კაკაურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×