რეზონანსი
01.12.2022

ხატია დეკანოიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: ის დასკვნა, რომელზეც ცენტრი „ემპათია" საუბრობს, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რაც მე მომისმენია დასკვნა, რომელზეც ცენტრი „ემპათია" საუბრობს, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რაც მე მომისმენია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.

„თუ საქართველოში შესაძლებელია მკურნალობა, მაშინ ჩვენ რატომ გვთავაზობს იუსტიციის მინისტრი უცხოელ ექიმებს. ის დასკვნაც კი, ნაწილობრივ, რომელზეც დღეს საუბრობს ცენტრი „ემპათია" არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რაც პირადად მე მომისმენია", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცენტრი „ემპათია" ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მსჯავრდადებულის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×