რეზონანსი
29.11.2022

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ავუხსნით და გავაცნობთ გერმანელ კოლეგებს იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს, რომელიც წარვმართეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება.

„გერმანიის როლი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის მშენებლობაში არის ძალიან დიდი, გერმანია ისტორიულად და დღესაც მხარს უჭერდა და მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ მნიშვნელოვანი ვიზიტი გვექნება ბუნდესტაგის დეპუტატებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა გერმანიაში, შეხვდა კანცლერს და ბატონმა შოლცმა ბრიფინგზე გამოგვიცხადა ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს არის დიდი მოტივაციის მომცემი. ჩვენ ამ დელეგაციის ფარგლებში კიდევ ერთხელ ავუხსნით და გავაცნობთ იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს, რომელიც წარვმართეთ. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია გათვალისწინებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ მივიღებთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას", - განაცხადა ოხანაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×