რეზონანსი
27.11.2022

ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებულ ბულვარში სალიკვიდაციო ღონისძიებები განხორციელდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მოხდა დაზიანებული მონაკვეთების შემოსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები.

„შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება მოხდება. სანაპიროზე შეტანილი იქნება 412 960 კბ.მ პლაჟწარმომქმნელი მასალა", - აცხადებენ მერიაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×