რეზონანსი
21.11.2022

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამისი რეზოლუცია მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს. დოკუმენტს ასამბლეის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა" წერს, რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ, რათა რუსეთის რეჟიმს სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხი აგებინონ.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობს, გადადგან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მომდევნო ნაბიჯები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არ ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსიის არანაირ უკანონო მცდელობებს", - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლიმ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარემ, ეგორ ჩერნევმა აღნიშნა, რომ ტრიბუნალის საშუალებით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სამხედრო დანაშაულების უშუალო შემსრულებლების გასამართლება, არამედ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისაც.

„ამ რეზოლუციის მიღება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ასახავს დასავლურ საპარლამენტო წრეებში არსებულ განწყობებს, ამიტომ გავლენა აქვს ქვეყნების ხელმძღვანელობებზე გადაწყვეტილებების მიღებისას", - წერს ჩერნევი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×