რეზონანსი
21.11.2022

მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საუბარია საქართველოზე. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მადრიდიდან იუწყება.

შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, მოახდინონ დროული იმპლემენტაცია სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტებისა, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის.

რეზოლუციაში სახელწოდებით „ნატო-ს ახალი სტრატეგიული ერა", წერია, რომ კვლავ ადასტურებს, როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

„ერთსულოვნად მიესალმება ნატო-ში გაწევრიანებისთვის ფინეთისა და შვედეთის მიპატიჟებას, რომლებიც უკვე თითქმის ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის მიერაა რატიფიცირებული, რომელიც მთლიანობაში გააძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს ნატო-ს ღია კარი პოლიტიკისა და უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას.

დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოწყვლადი პარტნიორებისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის, რათა აღმოუჩინონ დახმარება მედეგობის გაძლიერებაში, მათი პოტენციალის განვითარებასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში. ასევე, გააგრძელონ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ამავე რეზოლუციაში წერია: „დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ღიად განაცხადონ, რომ რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა მოქმედი ხელისუფლების პირობებში".

წყარო: „პირველი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×