რეზონანსი
21.11.2022

2 წლის ბავშვს, რომელიც საკუთარ სახლში პიტბულმა დაგლიჯა, ციციშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"სახლში ძიძამ მიიყვანა, მამას ეძინა, ბავშვი ჩასვა ჭოჭინაში, შეტრიალდა ძიძა, რომ ბავშვისთვის ტელევიზორი ჩაერთო და სანამ მობრუნდა, ძაღლი ბავშვს თავში ეცა. ძაღლისგან აგრესია არ შეიმჩნეოდა, არავისთვის არ უკბენია. ბავშვი რომ წაიყვანეს, მძიმედ იყო. ბავშვი გადარჩება ან არაო და ამაზე გადავირიეთ. დაზიანებები ყველგან აქვს, დაუგლეჯია“, - აცხადებენ მეზობლები.

შემთხვევა თბილისში პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×