რეზონანსი
21.11.2022

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კამპანია "გაუფრთხილდი წყალს” თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის განსხვავებული ფორმატით, ამჯერად სკოლებში გრძელდება. კამპანიის ფარგლებში ჯივიპის წარმომადგელები ეწვივენ თბილისის კლასიკურ გიმნაზიას, მწვანე სკოლას, N55-ე საჯარო სკოლასა და სკოლა მერმისს.

"ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეები მოსულიყვნენ ჯივიპის სათავე ნაგებობაზე, ჩვენ ვართ სტუმრად მათ სკოლებში. მოსწავლეებს ვუყვებით, თუ როგორ ხდება გარემოდან წყლის მოპოვება, დამუშავება, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ჯივიპის ლაბორატორიებში. ისინი ეცნობიან სასმელი წყლის გაფრთხილების აუცილებლობას, მონაწილეობას იღებენ წყლის ხარისხის კონტროლის პრაქტიკულ ცდებში” - სოფო ნატროშვილი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კამპანიის ფარგლებში სკოლებში მოსწავლეებმა გოგა ჩანადირთან ერთად ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს თითოეული მათგანის ჩართულობას გარემოზე ზრუნვასა და გაფრთხილებაში.

"გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც აუცილებელია სკოლის მოსწავლეებთან ხშირი შეხვედრა და საუბარი. ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობას, რასაც ქვია გარემოზე ზრუნვა და სასმელი წყლის გაფრთხილება, ბავშვობიდან უნდა მივეჩიოთ. ვისურვებდი, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს კამპანიაში "გაუფრთხილდი წყალს” და მიღებული ცოდნა გაუზიარონ სხვებს“ - გოგა ჩანადირი, სამოქალაქო აქტივისტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×