რეზონანსი
18.11.2022

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიელ სტუდენტებთან ვიდეოსაუბრის დროს განაცხადა,

როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტი დაბლოკა, აფრიკული ქვეყნების პოზიციამ უკრაინის სასარგებლოდ დაიწყო ცვლილება

„ეს მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა სრულიად სამარცხვინოდ დაბლოკა შავი ზღვა, დაბლოკა მარცვლეულის მიწოდებები უკრაინიდან აფრიკული კონტინენტის ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ამ ბლოკირების გამო შიმშილი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და აფრიკული კონტინენტის ქვეყნებს შორის ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში არ არსებობდა, ხოლო "რუსეთის გავლენა აფრიკაში უფრო დიდია, ვიდრე უკრაინის".

„ამასთან ერთად, ერთი მეორეს მიყოლებით ქვეყნები იწყებენ გარკვევას თუ რა მოხდა. რომ ისინი დეზინფორმირებულები იყვნენ, რომ რუსეთ მართლაც აგრესორია, რომ ის მხარს არ უჭერს სიცოცხლეს, არამედ საპირისპიროს აკეთებს. ჩვენ ამას რეზოლუციებზე ხმის მიცემით ვხედავთ - უკრაინის რეკორდული მხარდაჭერა გვქონდა რუსეთის ქმედებების დაგმობაში - 140 ქვეყანაზე მეტი და მათ შორის აფრიკული ქვეყნებიც გაჩნდნენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლაც არიან ქვეყნები, სადაც უკრაინამ მარცვლეულით დატვირთული გემები გააგზავნა, მაგრამ რომლებიც „პოლიტიკურ დონეზე, ლიდერების დონეზე ამას ვერ ხედავენ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×