რეზონანსი
16.11.2022

ხმაური იყო გუშინ გვიან ღამით ჩუღურეთის რაიონში. ტერენტი გრანელის ქუჩის მცხოვრებლები დაძველებული წლის მილების შეცვლას ითხოვენ, რომელიც მათი თქმით ხშირად ზიანდება და შედეგად საცხოვრებელი ეზოები, სარდაფები და ქუჩები იტბორება.

პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე თბილისის წყალმომარაგების კომპანია იყო მისული, თუმცა მოსახლეობა მუშებს მილის შეკეთების უფლებას არ აძლევდა, რადგან მათი თქმით მილები სრულად გამოსაცვლელია და პრობლემა ერთჯერადი შეკეთებით არ გვარდება.

ადგილზე მცხოვრებლების თქმით, რამდენჯერმე მერიასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ისინი წყლის სისტემების სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×