რეზონანსი
16.11.2022

საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს სამი ამერიკელი ოფიციალური პირი ეუბნება, რომ წინასწარი შეფსებით, სავარაუდოდ, რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, უკრაინული ძალების მიერ იყო ნასროლი რუსული შემავალი რაკეტის ჩამოსაგდებად. ოფიციალური პირები მეიდასთან ანონიმურობის პირობით საუბრობენ. 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს ჰკითხეს, იყო თუ არა რაკეტა რუსეთიდან გასროლილი, რაზეც მან თქვა, რომ "არსებობს წინასწარი ინფორმაცია რომელიც ამას ეწინააღმდეგება". ბაიდენმა თქვა, რომ ბოლომდე უნდა გამოიძიონ მომხდარი და შედეგ ისაუბრებს. 

ცობისთვის, სამშაბათს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×