რეზონანსი
16.11.2022

18 წლის გოგომ სუიციდი სცადა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ახალგაზრდა გოგო ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე აიპარა, სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, რის შემდეგაც გადმოხტომას აპირებდა.

"გადმოვარდნა უნდა სახურავიდანო. ეს გავიგე მე. გავიგეთ, რომ გოგო იყო. ჩვენი ბინის მაცხოვრებელი არაა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა.

ახალგაზრდა კორპუსის სახურავიდან, პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, 18 წლის გოგოს შესაბამისი დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×