რეზონანსი
15.11.2022

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ნებას ვერ გატეხს.

„ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა ლიდერობა და მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად არის დიპლომატიისთვის ომის სამართლიანი დასასრულისთვის, რომელიც რუსეთმა დაიწყო. რუსეთის პასუხი რაკეტების მორიგი ტალღა იყო. ეს თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის ნებას. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებები ისმის კიევში, ლვივში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×