რეზონანსი
15.11.2022

დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია. ამ დოკუმენტში საუბარია მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ამავე დეკლარაციაში მკაფიო მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოსთვის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და სამივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც პრაღაში საპარლამენტო კონფერენციაზე იმყოფება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამ ფორმატის ფარგლებში ევროპელი კოლეგების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა.

„არაერთმა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სასწრაფოდ გადაცემას და ევროკავშირის მხრიდან მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა სამივე ქვეყანა ბალკანეთის სახელმწიფოების ქვეყნებთან ერთად დროულად გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის პირველ რიგში იმის მანიშნებელი, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულად განიხილავს გაფართოების პოლიტიკას და ეს პოლიტიკა წლების განმავლობაში საკმაოდ გაჭიანურდა. დღეს ევროკავშირში ამ თემაზე მსჯელობა ძალიან აქტუალურია, რათა სწრაფად მოახდინონ ქვეყნების ინტეგრაცია. ამის მზაობა ნამდვილად არის ევროკავშირში და მუშაობა ერთობლივადაა საჭირო", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×