რეზონანსი
15.11.2022

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დაგმო რუსეთის მასობრივი სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, რომელიც, მისი თქმით, ინდონეზიაში G20-ის სამიტის დროს განხორციელდა.

„აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, მოხვდა კიევში საცხოვრებელ კორპუსებსა და ასევე სხვა ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ლიდერები ბალიში G20-ის სამიტზე იკრიბებიან, რათა განიხილონ ის საკითხები, რომლებიც არსებითია მთელ მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლისა და საარსებო წყაროსთვის, რუსეთი კიდევ ერთხელ ემუქრება მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

„რუსული დარტყმები მხოლოდ გააძლიერებს შეშფოთებას G20-ს შორის პუტინის ომის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენი აზრები არის მამაც უკრაინელ ხალხთან, რომელიც აჩვენებს გამძლეობასა და გამბედაობას საკუთარი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად", - განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინისთვის იმის მიწოდებას, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები და მხარს დაუჭერენ მას, რამდენი ხანიც დასჭირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×