რეზონანსი
15.11.2022

აბსოლუტურად გასაგები გზავნილი იყო ევროკომისრის მხრიდან და მნიშვნელოვანია ამ [კანდიდატის სტატუსის მოპოვების] პროცესში ოპოზიციის თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაც, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი ევროპული რეკომენდაციის შერულების საკითხზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას.

„უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მთავარი პასუხისმგებლობა ამ კონსენსუსის და კონსულტაციების წარმართვის, ეკისრება ხელისუფლებას", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში ორდღიანი ოფიცილაური ვიზიტით იმყოფება. ევროკომისარი უკვე შეხვდა პრემირ-მინიტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×