რეზონანსი
15.11.2022

საბერძნეთში ბინების ძარცვის საქმეზე, 2 ქართველი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველები ვიდეო-ხაფანგმა დააფიქსირა, რის შემდეგაც კორპუსის მცხოვრებლებმა ვიდეოკადრებიდან ამოღებული ქურდების ფოტოები შესასვლელთან გამოაკრეს და ძებნა გამოაცხადეს.

მძარცველები პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა. დაკავების მომენტში მათ ნარკოტიკული საშუალება და მოპარული ნივთებიც აღმოაჩნდა.

ბერძნული მედიის ცნობით, ამოღებულია ნაძარცვი ძვირფასეულობა, ტექნიკა და ფული, რომელიც მეპატრონეთა ნაწილს უკვე დაუბრუნეს. პოლიცია, ამ ეტაპზე ნაქურდალი ნივთების მფლობელების ძებნას განაგრძობს.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×