რეზონანსი
15.11.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები ცხადყოფს, რას ფიქრობს რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

„რუსული რაკეტები ახლა უკრაინის მასშტაბით ხალხს კლავს და ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ეს არის ის, რაც რუსეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე უნდა თქვას. უკრაინისათვის რუსული ულტიმატუმების მიღების შეთავაზება შეწყგვიტეთ! ამ ტერორის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი იარაღისა და პრინციპების ძალით", - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებები ისმის კიევში, ლვივში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×