რეზონანსი
15.11.2022

უკრაინაში ომის ფონზე, ჩვენს პარტნიორ საქართველოსთან მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი იქნება ნოემბრის ბოლოს. ამ სამიტზე ჩვენ გვექნება საშუალება, გამოვხატოთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი. განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე განვიხილავთ ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. ასევე შევხვდებით პარტნიორებს, საქართველო კი, არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×