რეზონანსი
15.11.2022

ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის უნგრეთის წარმომადგენელი, არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი ევროკომისიაში ამ პოსტზე. შესაბამისად, ის გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შესახებ განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ყველა ევროპელ ჩინოვნიკს აქვს საკუთარი პოლიტიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მომავალიც. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის უნგრეთის წარმომადგენელი, არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი ევროკომისიაში ამ პოსტზე. შესაბამისად, ის გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური აფილიაციით. რეალობა ასეთია, რომ ორბანი დღეს არის რუსეთის, პუტინის მთავარი მოკავშირე. ევროპაში გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე თუ ვსაუბრობთ, დღეს ორბანი არის ერთადერთი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნორმალური განწყობა აქვს. გარდა იმისა, რომ ორბანი აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს ევროკავშირის სანქციებს პუტინის წინააღმდეგ, როგორც ჩანს არსებობს გარკვეული კავშირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×