რეზონანსი
13.11.2022

გაეროს მონაცემებით, უახლოეს დღეებში დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება. ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშში World Population Prospects 2022 არის აღნიშნული. ექსპერტების ვარაუდით, ეს შესაძლოა 2022 წლის 15 ნოემბერს მოხდეს.

„წელს დედამიწის მერვემილიარდელი ადამიანის დაბადებას ველით. ეს არის საბაბი აღვნიშნოთ ჩვენი მრავალფეროვნება, ვაღიაროთ ჩვენი ადამიანობა და აღვფრთოვანდეთ მიღწევებით ჯანდაცვის სფეროში, რომელთა წყალობითაც გავზარდეთ სიცოცხლის ხანგრძლივობა და მკვეთრად შევამცირეთ დედებსა და ბავშვებს შორის სიკვდილიანობა", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტიონიო გუტერეშმა.

პლანეტის მოსახლეობამ მილიარდ ადამიანს მე-19 საუკუნის დასაწყისში მიაღწია. დაახლოებით 120 წლის შემდეგ ეს რაოდენობა გაორმაგდა. დედამიწის მოსახლეობის ძირითადი ზრდა მე-20 საუკუნეში დაფიქსირდა, ამის მიზეზი კი სიკვდილიანობის შემცირება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა გახდა. მე-20 ასწლეულში პლანეტის მოსახლეობა 1,65-დან 6 მილიარდამდე გაიზარდა, 7 მილიარდს კი მხოლოდ 12 წელიწადში (1999-2011) მიაღწია.

გაეროს პროგნოზის მიხედვით, 2030 წელს ეს მაჩვენებელი 8,5 მილიარდამდე გაიზრდება, 2050 წელს კი 9,7 მილიარდს შეადგენს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 2080 წელს დედამიწაზე 10,4 ადამიან იცხოვრებს და ეს მაჩვენებელი 2100 წლამდე შენარჩუნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×