რეზონანსი
13.11.2022

"ნაციონალური მოძრაობა" ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. პირველად იკრიბება საორგანიზაციო ჯგუფი, რომლის ფუნქცია შიდა არჩევნების ფორმის და წესების განსაზღვრა იქნება. ამ ჯგუფში წარმოდგენილია ყველა ფრთა, რომელიც, როგორც უკვე ცნობილია, პრეტენზიას აცხადებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობაზე.

ჯერ იქნება წესების შეთანხმება, რის შემდეგ შერჩეული მოდელი დასამტკიცებლად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოს გადაეგზავნება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ცნობები მელიას უკან მდგომი ადამიანის შესახებ შესაძლოა მიზანმიმართული იყოს.

"მოვისმინე ნიკა მელიას უკან მდგომი ადამიანის შესახებ, არ ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი, მიზანმიმართულად მოდის თუ არა, რაღაცნაირად გააქტიურდა ეს ყველაფერი, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში საერთოდ ხსენება არ ყოფილა ამ ადამიანების და ახლა ძალიან აქტუალური გახდა ამაზე საუბარი, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს კი არა, არ ვიცი, ფანტაზიის რა სფეროზეა გადასული. არაუშავს, უფრო უარესებიც მოგვისმენია, შესაბამისად, კიდევ ერთხელ, კამპანიის დროს თითოეულ კანდიდატს ექნება საშუალება ძალიან ღიად, ძალიან გულწრფელად და საჯაროდ ისაუბროს ყველაფერზე," - თქვა დოლიძემ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ პროცესში ძალიან ბევრი გვარი იქნება ჩართული, იმისთვის რომ დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა.

"დღეს ამ პარტიაში უნდა იყოს ერთობლივი ბრძოლა, ვისაც რა დამსახურება აქვს, ვისაც როგორ შეუძლია იბრძოლოს ჩვენთან ერთად იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და დავასრულოთ "ქართული ოცნების" მმართველობა, ვფიქრობ, რომ კარი არავისთვის დაკეტილი არ არის და ახლა თუ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებებზე მესაუბრებით, ძალიან ბევრი გვარია ამ ოფისში რომელზეც შეგიძლიათ ილაპარაკოთ და ძალიან ბევრი გვარი იქნება ჩართული იმისთვის, რომ დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა," - აცხადებს ბოტკოველი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×