რეზონანსი
13.11.2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მისი ქმედებების გამო გააკრიტიკა. ამასთან, დასავლური მედია აღნიშნავს, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი პოტენციური სტრატეგიული გეოპოლიტიკური ბრძოლის ველად განიხილავენ.

„ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ნატო-დან ცდილობენ ამ სივრცეს დაეპატრონონ," - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგია რეგიონული თანამშრომლობისთვის "ინკლუზიური სტრუქტურების" გვერდის ავლის მცდელობა იყო. როგორც ლავროვმა დასძინა, ეს მოიცავს "ამ რეგიონის მილიტარიზაციას, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების შეკავებაზე აშკარა ფოკუსით".

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მომხრეა ისეთ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მშენებლობის, რომელიც არის „თავისუფალი და ღია, სტაბილური და აყვავებული, მედეგი და უსაფრთხო".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×