რეზონანსი
13.11.2022

ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 326 ადამიანი მოკლეს მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ დაიწყო საპროტესტო აქციები, ირწმუნება ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაცია (IHRNGO).

ეს რიცხვი მოიცავს 43 ბავშვს და 25 ქალს, თქვა ჯგუფმა შაბათს დაღუპულთა რიცხვის განახლებაში - და აღნიშნა, რომ მისი გამოქვეყნებული რიცხვი წარმოადგენს "აბსოლუტურ მინიმუმს". რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში პროტესტს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე შეეწირა.

CNN წერს, რომ არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს ეს ფიგურა, რადგან არასახელმწიფო მედია, ინტერნეტი და საპროტესტო მოძრაობები ირანში ყველა ჩახშობილია.

ირანი უთანხმოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უპრეცედენტო პროტესტის წინაშე დგას.

პროტესტი ირანში 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. მოგვიანებით სამართალდამცავების მიერ ნაცემი გოგო კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა. მას შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება. ხალხის პროტესტს ხელისუფლება ძალას უპირისპირებს. საპროტესტო ტალღას 300-ზე მეტ ადამიანი ემხვერპლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×