რეზონანსი
13.11.2022

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბუნებრივი აირის და CO-ს გაჟონვის შედეგად ფატალური შემთხვევების რისკი მატულობს. ამ მხრივ ქვეყანაში უმძიმესი წარსული გამოცდილება არსებობს, შესაბამისად მომმარაგებელი კომპანიები წინასწარ პრევენციას ცდილობენ. "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, მხოლოდ გასული ოქტომბრის თვის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით საცხოვრებელი ბინებიდან 1390 კუსტარული და "მკვლელი" გაზის დანადგარი ჩახსნეს.

სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით ამ კუთხით შედარებით შემცირებულია, თუმცა ციფრები მაინც არის საყურადღებო. მხოლოდ ოქტომბრის თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებმა დედაქალაქის რაიონებში სულ ჩახსნეს 1390 კუსტარული დანადგარი. ამ მონაცემებით ლიდერობს ორი რაიონი, ეს არის ისანი-სამგორი და ვაზისუბანი, სადაც 517 კუსტარული დანადგარი იქნა ჩახსნილი.

ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან და ტემპერატურის კლებასთან ერთად, ბუნებრივია არის მოწოდება მოსახლეობის მიმართ, უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით.

ბოლო 6 თვის განმავლობაში კუსტარულ დანადგარებს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვნები.

ვიდრე სახლს ან ოფისს იქირავებთ, იგირავებთ ან იყიდით, აუცილებლად მოითხოვეთ გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შემოწმება. არ გადახვიდეთ ახალ ფართში ვიდრე არ დარწმუნდებით რომ თქვენი უსაფრთხოება დაცულია. დარეკეთ ცხელის ხაზის ნომერზე - 2 40 40 04 - მომსახურება უფასოა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×