რეზონანსი
13.11.2022

"ოკუპანტები ხერსონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს თვეების განმავლობაში დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ და აჯერებდნენ, რომ ხერსონის სამუდამოდ რუსული იქნებოდა. მიუხედავად მსგავსი მოპყრობისა დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა და უკრაინულ დროშებს აფრიალებენ. მოქალაქეებს არცერთი წამით უფიქრიათ უკრაინელობა დაეთმოთ.

მთელი მსოფლიო ხედავს, რას ნიშნავს უკრაინელების ერთიანობა. მათ დაინახეს თუ რატომ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები. მსგავსი დახვედრა ბოლო არაა, წინ კიდევ ბევრი ქალაქია, რომელიც უნდა გავათავისუფლოთ, ჩვენ ყველასთან ჩავალთ. აუცილებლად აღვადგენთ საერთაშორისოდ დადგენილ ჩვენს საზღვრებს. ჩვენი სამართალდამცველები უკვე ხერსონში არიან და წესრიგის დამყარებას იწყებენ. ასუფთავებენ ტერიტორიებს. უკვე 2000-ზე მეტი ნაღმი გაანეიტრალეს. ყველაფერს აღვადგენთ. ამას დრო დასჭირდება, თუმცა არცერთი წამი არ გავჩერდებით", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×