რეზონანსი
13.11.2022

ნევადაში გამარჯვების შემდეგ, დემოკრატები აშშ-ს სენატზე უმრავლესობას ინარჩუნებენ.

ნევადაში დემოკრატმა სენატორმა, კეტრინ კორტეს მასტომ რესპუბლიკელი სენატორი და ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ადამ ლაქსლატი დაამარცხა.

სენატში დემოკრატებს 50 ადგილი აქვთ რესპუბლიკელებს კი, 49. ჯორჯიას შტატში ხელახალი არჩევნები დეკემბერშია ჩანიშნული, თუმცა ვიცე პრემიერის კამალა ჰარისის დამატებითი ხმით, სენატში უმრავლესობას მაინც დემოკრატები შეინარჩუნებენ.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, ამ შემთხვევაში ჯერჯერობით უპირატესობა რესპუბლიკელებს აქვთ, თუმცა ხმების დათვლა დასრულებული არაა. საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×