რეზონანსი
13.11.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისინი უკრაინის მიერ წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებენ.

პოდოლიაკის თქმით, სხვა შემთხვევაში ეს კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს.

"რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა მხარემ თავისი პირობები დაასახელა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია. გაიყვანეთ ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან. შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ მოლაპარკებები, რადგან ამის მიზეზი გვექნება, უნდა გადაიხადოთ კომპენსაცია. რუსებმა იციან, რომ მარცხდებიან. მოლაპარკებების გზით სურთ, რომ ტექნიკური შესვენება აიღონ ან რომელიმე რეგიონი გამოგვტყუონ. დიახ, ჩვენ ჩვენი ულტიმატუმი გვაქვს და ამ ულტიმატუმს უკრაინის შეარაღებული ძალები ჰქვია. ჩვენი პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ომს სამართლიანი დასასრული ჰქონდეს. უკრაინა ომში იმარჯვებს. არსებული პრობლემების დიპლომატიური რეგულირება, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება რაც რუსეთი ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებს. სხვა შემთხვევაში ეს კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს - ეს არ მოხდება. რუსეთი დაძაბული ვითარებაა. მოსახლეობა ხედავს, რომ კრემლში კლანთა შორის დაპირისპირება დაიწყო. ელიტა პოზიციებისთვის იბრძვის. ხალხი ამას ხედავს და შეკითხვები უჩნდებათ, პუტინი მძიმე ვითარებაშია", - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

ცნობისტვის, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა, რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი მოჩვენებითი მოლაპარაკებებით დროის მოგებას შეეცდება, რათა უკრაინაზე შემდგომი თავდასხმები განახორციელოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×