რეზონანსი
13.11.2022

ნევადაში გამარჯვების შედეგად, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს. როგორც სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ წერს, დემოკრატმა სენატორმა კეტრინ კორტეს მასტომ „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ადამ ლაქსალტი დაამარცხა, რომელსაც მხარი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა.

„მადლობა, ნევადა!“- დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მასტომ.

„დემოკრატების“ კანდიდატმა ხმების 48,7% მოიპოვა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა, შტატის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ადამ ლაქსალტმა კი 48,2%.

კამბოჯაში ვიზიტად მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის "ძალიან კმაყოფილია" არჩევნების შედეგებით.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისინი ახლა ჯორჯიის შტატზე არიან ფოკუსირებულები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×