რეზონანსი
12.11.2022

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 60 დასახლებაზე კონტროლი უკვე დაამყარეს.

"დღეს საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალებმა დაამყარეს კონტროლი ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებაზე, პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს თვით ხერსონშიც", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე გამნაღმველებს ბევრი სამუშაო აქვთ.

"თითქმის 2 000 ასაფეთქებელი ნივთიერება უკვე ამოღებულია - ნაღმები, ნაკადები და აუფეთქებელი საბრძოლო მასალა", - დასძინა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ხერსონიდან გაქცევამდე რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა - კომუნიკაციები, წყალი, გათბობა და ელექტროენერგია.

"რაშისტებს ყველგან ერთი და იგივე მიზანი აქვთ - ხალხის მაქსიმალური შეურაცხყოფა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. დამიჯერეთ. თუმცა ამას დრო დასჭირდება, ეს უკვე ყველასთვის გასაგებია - შედეგი იქნება ჩვენი, უკრაინული", - ამბობს სახელმწიფოს მეთაური. 

მან აღნიშნა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ხერსონელი იყოს ფრთხილად და არ შეეცადოს დამოუკიდებლად შეამოწმოს ოკუპანტების მიერ დატოვებული შენობები და ობიექტები.

ზელენსკი ამბობს, რომ ხერსონში უკვე მუშაობს გამნაღმველი ტექნიკოსების ათი ჯგუფი, მუშაობს პოლიცია და თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

"სამწუხაროდ, დღეს ადმინისტრაციული შენობის განაღმვის დროს ჩვენი ერთ-ერთი მეთაური დაშავდა. ამიტომ, გთხოვთ, ძვირფასო ხერსონელებო, იყავით ფრთხილად და შეატყობინეთ პოლიციას ან მაშველებს საეჭვო საგნების შესახებ. გთხოვთ, იზრუნოთ უსაფრთხოებაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×