რეზონანსი
12.11.2022

დეოლიგარქიზაციის საკითხი 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი ამოცანაა. ჩვენი სწორება თავიდანვე იყო, რომ თითოეული პუნქტი ყოფილიყო შესრულებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას სურს, დეოლიგარქიზაციის საკითხი სპეკულაციურად გამოიყენო, რომ თითქოს მმართველმა გუნდმა რაღაც არ შეასრულა.

„ჩვენ რომ არ მივცეთ სასპეკულაციო თემა არც გარე ძალებს და არც შიდა რადიკალურ ძალებს, წერტილი უნდა დაესვას სპეკულაციებს. რატომ უკრაინული მოდელი და რატომ კანონი? იცით, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ეს კანინი აქვს მიღებული. ჩვენ რომ დაგვეწყო ახალი გამოგონება და გვეთქვა, ქართული მოდელი შევქმნათ, აქ დაიწყებოდა სპეკულირება, რომ რატომ წერთ თქვენს ვერსიას, ხო არ არგებთ ვინმეს და რატომ არ იყენებთ უკრაინულ მოდელს? ახლა ჩვენ ეს მოდელი გადმოვაკოპირეთ, რადგან ოლიგარქის ფენომენი და პრინციპები ყველა ქვეყანაში ერთნაირია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×