რეზონანსი
12.11.2022

აშშ განწყობილია უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმაროს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას კამბოჯაში გამართულ ASEAN-ის სამიტზე უთხრა.

“ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით დღეს, როდესაც უკრაინამ ამ წუთას გაათავისუფლა ქალაქი ხერსონი და რეგიონი. ეს წარმატება - კიდევ ერთი დასტურია უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი სიმამაცის და ძლიერი დახმარების, რომელიც უკრაინას მთელი მსოფლიოსგან აქვს, რა თქმა უნდა, აშშ-ის ჩათვლით - დახმარების, რომელიც იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება - უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ეკონომიკური კუთხით”, - განაცხადა ბლინკენმა.

ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი თავდასხმების გამო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დიდი რისკის ქვეშაა.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს სასტიკ კამპანიას, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ყველაფერი იმის ლიკვიდაციისკენ, რაც საჭიროა, რომ ზამთარში სინათლე და სითბო იყოს. “ჩვენ ასევე გადაწყვეტილი გვაქვს დავეხმაროთ უკრაინას ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში და, რა თქმა უნდა, შეცვლასა და აღდგენაში, რაც დაზიანებულია”, - განაცხადა ბლინკენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×