რეზონანსი
12.11.2022

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია. უკრაინული მედიის ცნობით, შოლცმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აფერხებს ამ პროცესს და უკრაინა დათმობებზე არ უნდა წავიდეს.

მისი თქმით, სწორედ პუტინმა გადახაზა ყველა ის ძალისხმევა, რაც მანამდე გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების საკითხში.

„მკვლელი ომით, რომელიც ახლა გადაგვაქვს, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით", - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება.

„პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიქტატორული მსოფლიოს იდეა არ იმუშავებს და რომ არ შეიძლება უბრალოდ ტერიტორია მარკერით შემოხაზო და თქვა: ახლა ეს ჩემია. ამიტომ, დიქტატორული სამყარო არ იქნება, უნდა იყოს განსხვავებული გაგება", - აღნიშნა შოლცმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×