რეზონანსი
12.11.2022

რუსეთი ქვეყანაში შესვლას აშშ-ის კიდევ 200 მოქალაქეს უკრძალავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„ახალი ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ აწესებს, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე საპასუხო აკრძალვა უწესდება აშშ-ის 200 მოქალაქეს", - აცხადებენ უწყებაში.

მოსკოვის გადაწყვეტილებით, იმ პირებს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, არიან: აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და და ორი ძმა, თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლე, პოლ პელოსი.

გარდა ამისა, სანქცირებულ პირებს შორის არიან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოთხი მოადგილე და აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი დებ ჰაალენდი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×