რეზონანსი
12.11.2022

ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი ფეისბუქზე 12 წლის ვუნდერკინდი მუსიკოსის, ცოტნე ზედგინიძის სასამართლო პროცესზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

"მოცარტის გამარჯვება!!!

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, რამდენიმე წუთის წინ, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაცხადა - გიორგი ზედგინიძის სააპელაციო საჩივარი ბავშვების ამღზრდელი ბებიისგან განცალკევების, 9 თვით მამიდის ოჯახში განთავსებისა და დროის ამ მონაკვეთში, შვილიშვილებთან ბებიის კომუნიკაციის აკრძალვს შესახებ, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არ დაკმაყოფილდა.

უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ამდენად, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ყოფილი სიძის უბინძურესი ბრალდებები ნინო მამრაძის მიმართ ბავშვებზე ძალადობის შესახებ, წარმოადგენდა შურისძიების გამოხატულებას, რომლის მიზანს ბავშვების ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ გაყვანა და შვილის საერთაშორისო კონცერტებიდან მიღებული შემოსავლის კონტროლი წარმოადგენდა (სხვა დავის ფარგლებში, ორივე ინსტანციამ მამას უარი უთხრა გარიგებების ხელმოწერაზე).

10-თვიანი სამართლებრივი პროცესი ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. ის, რაც ამ საქმეზე ჩაიდინა ე.წ ზრუნვის სააგენტომ (ნინო იობაშვილი, მარიამ ცხვედიანი, ხატია ნადარეიშვილი, სხვები) არის დანაშაული. ეს საქმე გახდება დიდი მხილების, ფაქტების სამზეოზე გამოტანისა და ყველაფერზე სახელის დარქმევის საფუძველი! 10-თვიან დუმილს დავარღვევ. გარეწრები ყველა პროფესიას აბინძურებს.

მინდა მივულოცო ნინო მამრაძეს ეს შედეგი. სულ სხვაა დოკუმენტურად დადგენილი სიმართლე. ქალს, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ცოტნეს და ნინიკოს აღზრდას. ცოტნეს, როგორც შემოქმედებითი მოვლენის ჩამოყალიბებას.

მინდა ცოტნეს და ნინიკოს მივმართო: გილოცავთ! მე ყოველთვის ვიქნები თქვენთან.

ვულოცავ მუსიკალურ და არამხოლოდ მუსიკალურ საზოგადოებას!

დამარცხებულს არ ასამართლებენ!"- დაწერა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×