რეზონანსი
11.11.2022

„ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებდა რადიკალიზაციისთვის, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის რევოლუცია მოეწყო. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ თავის პარტიას და თავიანთი პარტიის თავმჯდომარეს მოუწყეს რევოლუცია , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს.

„ეს არის პოლარიზაციის შედეგი. „ქართული ოცნების" გუნდმა რადიკალურ ჯგუფებს გასაქანი არ მისცა და ყველა სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია. რაც შეეხება შედეგებს, მალე ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ინტერესია ქვეყანაში იყოს მეტი პოლიტიკური პარტია, მაღალი პოლიტიკური კულტურით და პასუხისმგებლობით, არა რადიკალიზაციით, არამედ შემდგომი განვითარების პერსპექტივით. რადიკალიზაციით შესაძლებელია სხვადასხვა რადიკალური პარტიები ვიხილოთ. შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა" გაიყოს, დაიშალოს, ბევრი ვერსია შეიძლება მოხდეს. ჩვენი ინტერესი უნდა იყოს პლურალიზმი, მეტი დემოკრატიული პარტიები",- განაცხადა ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×