რეზონანსი
11.11.2022

ფაქტია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის" რესურსი საკმაოდ შეზღუდულია, რომ რევოლუციის იდეა განახორციელონ და ასევე არ გააჩნიათ არანაირი რესურსი, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში პოზიტიური მონაწილეობა მიიღონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირების მთავარი მიზეზია ის, რომ იმ ტემპითა და მასშტაბით ვერ განვითარდა საპროტესტო აქციები, რომელიც პასუხობდა რევოლუციური სცენარის განვითარებას, რისთვისაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა.

„შეუთანხმებლობა, დაპირისპირება, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გახდა მიზეზი მოსალოდნელი ცვლილებისა. არავითარი ინტელექტუალური დაპირისპირება აქ არ არსებობს, არის დაპირისპირება ვინ უფრო დიდი რესურსით ჩაერთვება ქვეყნის დესტაბილიზაციის საქმეში. მელია იჩემებს, რომ მას შეუძლია, ეს გააკეთოს. იგი ამბობდა, სააკაშვილის ადგილზე რომ ყოფილიყო, დიდი ხნის ჩამოსული იქნებოდა, შემდეგ როცა დააკავეს, შეცვალა თავისი პოზიცია. სხვები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ დესტრუქციაში მელიასაც აჯობებენ და სხვა კოლეგებსაც. ორი დესტრუქციული მხარე ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო დესტრუქციულია და ვინ უფრო მეტ დესტაბილიზაციის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის. სხვა თემაზე კამათი არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კეზერაშვილსაც თავისი მოსაზრებები და თავისი ფინანსური რესურსიც მობილიზებული აქვს ამ მიმართულებით", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×