რეზონანსი
11.11.2022

უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების განთავისუფლებას, ზოგან დამცველებმა უკვე მიაღწიეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„თავდაცვითი ძალები განაგრძობენ უკრაინული მიწების გათავისუფლებას ხერსონის მიმართულებით. წარმატებული შეტევითი ოპერაციების დროს ჩვენი ჯარების მოწინავე ნაწილებმა ზოგან უკვე მიაღწიეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. რიგ დასახლებებში მტრის იდენტიფიცირებისა და განადგურების ღონისძიებები მიმდინარეობს. ოპერაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შედეგების ოფიციალური გავრცელება მოგვიანებით მოხდება. მტრის ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებისკენ ცალკეული მიმართულებით, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ჩრდილოეთით, თავდაცვითი ხაზების საფორტიფიკაციო აღჭურვილობის გაუმჯობესებისკენ" , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პარალელურად, რუსეთის ფედერაციის დამპყრობელთა არმია ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×