რეზონანსი
11.11.2022

რუსი ოლიგარქის შვილი, პაველ კოპილკოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მარჯანიშვილის მოედანზე ქართველებსა და საქართველოს აგინებდა, ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ ის გავრცელებულ მიმართვაში ამბობს და საზოგადოებას პატიებას სთხოვს.

"რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. მომხდარი მხოლოდ იმით შემიძლია ავხსნა, რომ ნერვული შეტევა მქონდა და გავაკეთე ყველაზე ცუდი რამ, რაც თავში მომივიდა. სიმართლე ისაა, რომ ასე არ ვფიქრობ. ვიმედოვნებ, ქართველები დამიჯერებენ და შეძლებენ ჩემს პატიებას.

მე ქვეყნიდან მივდივარ, მკურნალობა მჭირდება და ამას უნდა მივხედო. და თუ ქართველები გამიგებენ და ამ ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებ, მსურს როგორმე გამოვისყიდო ჩემი დანაშაული ქართველების წინაშე. სულ ეს არის. კიედვ ერთხელ, გთხოვთ მაპატიოთ, - თქვა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×