რეზონანსი
11.11.2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც.

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგ რაუნდზე",- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×